პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
,, როგორ გავაუმჯობესო მოსწავლეთა სწავლების დონე ბიოლოგიაში ლაბორატორიის არარსებობის პირობებში”
კვლევის ავტორი: გურჯაანის
მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლის ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი ნინო გეთიაშვილი
2018 წელი
ნაშრომი
წარმოადგენს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელ
ნინო გეთიაშვილის საკუთარი პრაქტიკის კვლევას. სარჩევი
შესავალი
............................................................................................................ გვ. 2
საკვლევი საკითხის
მიმოხილვა, პრობლემის აქტუალობა; ...................... გვ. 2
კვლევის მიზანი და ამოცანები;
..................................................................... გვ.4
ლიტერატურის მიმოხილვა;
.............................................................................. გვ.4
მეთოდოლოგია
....................................................................................................... გვ.6
მონაცემთა
ანალიზი
................................................................................................ გვ.8
ინტერვენცია
......................................................................................................... გვ.12.
ინტერვენციის
აღწერა და შედეგები
.................................................................... გვ.13
ინტერვენციების შეფასება;
მიგნებები, რეკომენდაციები; .............................
გვ.15
გამოყენებული ლიტერატურა; .............................................................................
გვ.20
დასკვნა
......................................................................................................................
გვ.21
რეფლექსია .................................................................................................... გვ.21
თავი I
1.1.
საკვლევი საკითხის
მიმოხილვა.
21-ე საუკუნის მოსწავლე
თავისი უნარებითა და შესაძლებლობებით სრულიად განსხვავებულია. სწავლა-სწავლების მიდგომებიდან
გამომდინარე, მას თავად შეუძლია მოიძიოს უამრავი ინფორმაცია. ამიტომ იზრდება მასწავლებლის
როლი, რომელმაც უნდა ჩამოუყალიბოს და განუვითაროს მაღალი სააზროვნო უნარები. მასწავლებელმა
ისე უნდა დაგეგმოს სასწავლო პროცესი, რომ, ერთი მხრივ, იხელმძღვანელოს ეროვნული სასწავლო
გეგმით და, მეორე მხრივ, სასწავლო პროცესი იყოს საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი,
რაც თავისთავად აამაღლებს მოსწავლის სწავლისადმი ინტერესსა და მოტივაციას. ამისათვის მასწავლებელს სჭირდება უამრავი რესურსი
და თვალსაჩინოება, რათა მასალა ამომწურავად მიაწოდოს მოსწავლეებს. რესურსები
კი უამრავია:
·
სახელმძღვანელო
·
ელექტრონული
რესურსები
·
სხვადასხვა
თვალსაჩინოება
·
აუდიო-ვიდეო
მასალა
·
ბუკი
·
სურათები
·
მოძრავი
ანბანი და სხვა.
გამოცდილებამ
მიჩვენა, რომ გაკვეთილზე სხვადასხვა რესურსის
გამოყენება ზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და
ინტერესს. თუმცა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას მნიშვნელოვანია მოსწავლეებში
კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავება. ჩვენი სკოლა მეტ-ნაკლებად აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით,
მაგრამ, სამწუხაროდ, სკოლაში არ გვაქვს ბიოლოგიის ლაბორატორია. ბიოლოგიის სწავლებისას
კი საგნისადმი ინტერესის აღძვრის ერთგვარ საშუალებას
ლაბორატორიული რესურსები და საშუალებები წარმოადგენს.
ამიტომ,
საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა გადავწყვიტე წარვმართო
იმ მიმართულებით, შესაძლებელია თუ არა ერთი რესურსის ჩანაცვლება მეორე რესურსით, ზრდის
თუ არა მოსწავლეთა მოტივაციას ვიდეო მასალა ან სხვა სასწავლო რესურსი და რომელი უნარების
განვითარებას უწყობს ხელს. კვლევის შედეგი ვფიქრობ დამანახებს სარგებელს ჩემთვის, ჩემი
მოსწავლეებისა და კოლეგებისთვის .
1.1. კვლევის აქტუალობა
მაშინ, როდესაც სკოლაში არ არსებობს
ლაბორატორია, რომელიც მნიშვნელოვანია საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას და ხელს
შეუწყობდა მოსწავლეებში კვლევითი უნარების განვითარებას და სწავლებისას მოტივაციის
ზრდას, ბუნებრივია, იბადება კითხვები: საგნისადმი ინტერესის გასაზრდელად საკმარისია
მარტივი კვლევებისა და ცდების ჩატარება? შესაძლებელია თუ არა ამ დანაკლისის შევსება ვიდეო მასალის ან
სხვა სახის რესურსის გამოყენებით? ვიზუალური დაკვირვება ხელს უწყობს თუ არა კვლევითი უნარების განვითარებას?
ყოველივე
ზემოთ თქმული მიგვანიშნებს,
რომ საკვლევი საკითხი
მეტად აქტუალური და საყურადღებოა,
როგორც მოსწავლის სწავლის
ხელშეწყობისთვის, ასევე
მასწავლებლის პედაგოგიური
პრაქტიკის ეფექტიანობის ზრდისთვის.
ყოველდღიური პრაქტიკა,
საკლასო და საშინაო დავალებების ანალიზი, მოსწავლეთა შედეგები ეროვნულ
ოლიმპიადებზე, მშობლებთან ინდივიდუალური საუბრები, -ყველაფერი მიმანიშნებდა იმაზე, რომ ჩემი მოსწავლეების
გარკვეულ ნაწილს ბიოლოგიის სწავლისადმი აქვს დაბალი ინტერესი, რაც აქვეითებს მათი
სწავლების დონეს, ამდენად გადავწყვიტე პრობლემების გამომწვევი მიზეზებისა და გადაჭრის გზების ძიება. დავგეგმე სიღრმისეული კვლევის ჩატარება. ამით მიზანმიმართულად დავეხმარებოდი მოსწავლეებს საგნის სწავლების შედეგების გაუმჯობესებაში. კვლევაზე მუშაობა და
მისი შედეგების გაზიარება სასარგებლო
იქნებოდა ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვისაც, ობიექტური თვითშეფასების, მოსწავლეთა
სწავლა-სწავლების პროცესზე უკეთ
დაკვირვებისა და პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.
სწორედ ეს გახლავთ ჩემ მიერ განხორციელებული
პრაქტიკული კვლევის არსი.
1.2. პრობლემის გამომწვევი
სავარაუდო მიზეზები:
ლაბორატორიის არარსებობა, რესურსების სიმცირე
თავიIII. კვლევის მიზანი და ამოცანები:
3.1. კვლევის მიზანი: ლაბორატორიული კვლევების დანაკლისის სხვა რესურსებით ჩანაცვლება და
მოსწავლეების ცოდნის გაუმჯობესება
3.2. კვლევის ამოცანა
კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:
§
მიუხედავად
ლაბორატორიის არარსებობისა, შესაძლებელია თუ არა
ბიოლოგიის სწავლებისას მაღალი აკადემიური წარმატების მიღწევა მოსწავლეებში?
§
დამოკიდებულია თუ არა მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა რესურსების
მრავალფეროვნებაზე?
§
ჩაანაცვლებს
თუ არა ერთი სახის რესურსი მეორეს?
§
განსხვავდება
თუ არა რესურსები ერთმანეთისაგან სასწავლო ღირებულებით?
§
როგორ
შეიცვლება სასწავლო პროცესი ისტ რესურსების ხშირი გამოყენებისას?
თავი I V
4.1. ლიტერატურის მიმოხილვა
მასწავლებლის მიერ
რესურსების საშუალებით მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება მრავალ სკოლაში აქტუალური თემაა.
არა ერთი ლიტერატურა შექმნილა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეძლოს მასწავლებელმა სწავლების
დონის ამაღლება მოტივაციის ხარჯზე.
ეროვნულ სასწავლო
გეგმაში არის ასეთი თავი - საგანმანათლებლო რესურსები(თავი II .მუხლი 8. )
სასწავლო პროცესში
აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის.
გავეცანი დარეჯან
ლორთქიფანიძის წერილს ,,პრაქტიკული გაკვეთილი- სასწავლო რესურსების გამოყენებით სწავლება
’’. მისი აზრით, რესურსების გამოყენებით გაკვეთილი უფრო სახალისო ხდება, რაც თავის
მხრივ ხელს უწყობს მოსწავლეების მიღწევების გაუმჯობესებას. მაგალითად, ანიმაციის ჩვენება
თემებზე: მცენარის აღმოცენება, ფოტოპერიოდიზმი, დამტვერვა, განაყოფიერება, მიტოზი,
მეიოზი და სხვა. ანიმაცია მოსწავლეს ეხმარება პროცესის აღქმასა და მასალის გააზრებაში.
სახელმძღვანელოების ავტორ მანანა ბოჭორიშვილის აზრით, სასწავლო რესურსი
აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1. არ მოახდინოს მოსწავლეზე ზეწოლა, არ დაძაბოს და
შეაშინოს იგი.
2. მისმა გამოყენებამ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლის
თვითრწმენისა და თავდაჯერების განვითარებას, ამიტომ მისი გამოყენებით მიმდინარე აქტივობები
უნდა იყოს საინტერესოდ გამომწვევი და დაძლევადი.
3. რესურსი უნდა იძლეოდეს
უკუგებას სწავლის პროგრესის შესახებ, ეხმარებოდეს მოსწავლეებს საკუთარი თავის შეფასებაში
და უბიძგებდეს მათ, იკისრონ პასუხისმგებლობა თავიანთ სწავლასა და პროგრესზე.
4. რესურსის გამოყენების მეთოდიკა უნდა ითვალისწინებდეს
იმას, რომ სწავლის პროცესი, ისევე როგორც ზრდისა, თანდათანობითია და არა უეცარი და
მომენტალური.
ბიოლოგი
რუსუდან თედორაძე სტატიაში ,, ბიოლოგიის სწავლების საშუალებებში“ (27 სექტემბერი,
2015) აღნიშნავს, რომ ცოდნის მიცემასთან ერთად ბიოლოგიის სწავლებამ მოსწავლეებს უნდა
განუვითაროს პრაქტიკული უნარები შესაძლებლობები,
რომლებიც მათ შემდგომ საქმიანობაში გამოადგებათ. ამ უნარებს ავითარებს ისეთი საქმიანობა,
როგორიცაა: მიკრო პრეპარატების მომზადება, გზამკვლევის გამოყენება , მიკროსკოპის გამოყენება,
უმნიშვნელო ექსპერიმენტის ჩატარება, დაკვირვების წარმოება და სხვა. გაკვეთილზე შეძენილი უნარებისა და შესაძლებლობების შემოწმება მასწავლებელს შეუძლია
პრაქტიკულ მეცადინეობაზე, გაკვეთილზე, ექსკურსიაზე.
მასწავლებელმა
უნდა გამოიყენოს მრავალმხრივი აქტივობა, მაგალითად, შესთავაზოს მოსწავლეებს ჩაატარონ
დაკვირვება, აღწერონ ექსპერიმენტის ჩატარების ტექნიკა, ჩაატარონ მოკლევადიანი
ექსპერიმენტი და აღრიცხონ შედეგები, მის საფუძველზე გამოიტანონ დასკვნები.
თავი V. მეთოდოლოგია
5.1. ინფორმაცია იმ სკოლის(კლასის, ჯგუფის) შესახებ, რომელსაც ვიკვლევთ-
კვლევის სამიზნე ჯგუფი:
კაჭრეთის საჯარო სკოლის IX და X კლასის მოსწავლეები.
5.2. შერჩევა
კვლევაში გამოყენებული იქნება შერჩევის ორი ტიპი:
სრული შერჩევა - საკვლევი პრობლემის შესასწავლად დავგეგმე გამოკითხვის
ჩატარება კითხვარების საშუალებით. კითხვარი განკუთვნილია სკოლის IX და X კლასის მოსწავლეებისათვის (სულ 36 მოსწავლე).
მიზნობრივი შერჩევა - კვლევის ფარგლებში ეს შერჩევა გამოვიყენე ინტერვიუს
დროს, რომელიც განხორციელდა სკოლის მეორე ბიოლოგიის მასწავლებელთან, ვინაიდან, ჩემი
კვლევა უკავშირდება რესურსების მრავალფეროვნებით ბიოლოგიის სწავლების გაუმჯობესებას
და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.
5.3. მონაცემთა შეგროვება:
მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების
გამოყენებით:
·
დაკვირვება
·
ფოკუს-ჯგუფების შექმნა.
·
ინტერვიუ
·
ანკეტირება.
დაკვირვება-
დაკვირვება განხორციელდა 6 თვის განმავლობაში (აპრილი,
მაისი, ივნისი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) IX-X კლასებში (სექტემბრიდან უკვე X- XIკლასებში), რამაც საშუალება მომცა გამერკვია, რომ სწავლების
პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. საგანმანათლებლო რესურსების
გამოყენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით. რესურსების მოძიება დღესდღეობით
დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენს, რადგანაც საინფორმაციო
ტექნოლოგიების საშუალებით შეიძლება მოვიძიოთ ის დამატებითი ინფორმაცია თუ მასალა, რომელიც შეიძლება გამოყენებული
იქნას საგაკვეთილო პროცესში.
ეს შეიძლება იყოს სურათები, ვიდეოები, ფილმი, ილუსტრაცია,
თუ სხვა რამ. ინტერნეტი დღეს
უკვე ხელმისაწვდომია ყველასათვის და მასწავლებელთან
ერთად, მოსწავლეებსაც შეუძლიათ მოიძიონ მრავალფეროვანი მასალა ამა თუ იმ საკითხზე და სწავლაც უფრო სახალისო ხდება,
ეს კი ხელს უწყობს მოსწავლეებში აკადემიური
მიღწევების გაუმჯობესებას.
დაკვირვებამ საშუალება
მომცა პასუხი გამეცა კითხვაზე: რატომ არის
სასწავლო პროცესში რესურსების გამოყენება მნიშვნელოვანი? (შერჩევა-სრული).
ფოკუს ჯგუფი- ფოკუს ჯგუფის
საშუალებით ჩამოვაყალიბე კითხვარი, რომელიც განკუთვნილი იყო საკვლევი ჯგუფის წევრებისთვის,
კერძოდ, IX-X კლასის მოსწავლეებისთვის. ფოკუს ჯგუფი შედგებოდა საბუნებისმეტყველო კათედრის
მასწავლებლებისგან. ამ მეთოდის მიზანი იყო, დამედგინა პედაგოგების აზრი რესურსების
გამოყენებასთან დაკავშირებით.
(შერჩევა-მიზნობრივი).
ინტერვიუ - ინტერვიუ განხორციელდა სკოლის სხვა ბიოლოგიის მასწავლებელთან,
რამაც საშუალება მომცა გამეცა პასუხი შემდეგ კითხვებზე: როგორ უნდა დაგეგმოს ბიოლოგიის მასწავლებელმა სასწავლო პროცესი, სასწავლო პროცესი
იყოს საინტერესო, სახალისო, აქტიური და მრავალფეროვანი. სჭირდება თუ არა
მასწავლებელს უამრავი რესურსი და
თვალსაჩინოება, რათა მასალა ამომწურავად მიაწოდოს მოსწავლეებს
და მიიღოს კარგი შედეგი მოსწავლეთა ცოდნის მხრივ. (შერჩევა-მიზნობრივი).
ანკეტირება -ანკეტირება განხორციელდა IX-X კლასის მოსწავლეებთან, რამაც საშუალება მომცა დამედგინა, თუ რა ღირებულება აქვს მათთვის გაკვეთილზე
გამოყენებულ რესურსებს, რომელ მათგანს ანიჭებენ უპირატესობას, რა პრობლემებს წარმოშობს
სკოლაში ბიოლოგიის ლაბორატორიის არარსებობა და ცვლის თუ არა სხვა რესურსები ლაბორატორიის
დანაკლისს. (შერჩევა-სრული).
5.4. კვლევის ვადები:
|
აქტივობა
|
აპრილი
|
მაისი
|
ივნისი
|
სექტემ
ბერი
|
ოქტომბერი
|
ნოემბერი
|
|
პრობლემის
იდენტიფიცირება
|
v
|
|
|
|
|
|
|
კვლევის
სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
v
|
|
|
|
|
|
|
ფოკუს
ჯგუფებისთვის კითხვების შედგენა
|
|
v
|
|
|
|
|
|
ანკეტის
შედგენა
|
|
v
|
|
|
|
|
|
გამოკითხვა
|
|
|
v
|
|
|
|
|
მიღებული
შედეგების ანალიზი
|
|
|
v
|
|
|
|
|
სავარაუდო
ინტერვენციების განხილვა
|
|
|
|
v
|
|
|
|
ინტერვენციის
განხორციელება
|
|
|
|
|
v
|
|
|
ინტერვენციის
შედეგების ანალიზი
|
|
|
|
|
v
|
|
|
პრეზენტაცია
კათედრის წევრებთან და შეფასების ჯგუფის წევრებთან, შედეგების გაცნობა
|
|
|
|
|
|
v
|
თავი VI. მონაცემთა ანალიზი
6.1. გამოკითხვის შედეგების ანალიზი
როგორც აღვნიშნე,
კვლევას ვაწარმოებდი სხვადასხვა მიმართულებით და შევეცადე ყველას აზრი გამეგო (მოსწავლე,
მასწავლებელი, მშობელი) რესურსების საშუალებით მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასთან
დაკავშირებით. ამ თავში განხილულია მონაცემთა შეგროვების თითოეული მეთოდის გამოყენებით
მიღებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის ანალიზი.
ჩავატარე და გავაანალიზე IX და X კლასის მოსწავლეების ანკეტირების შედეგები. ჩემი მიზანი
იყო დამედგინა, თუ რა ღირებულება აქვს მათთვის გაკვეთილზე გამოყენებულ რესურსებს, რა
პრობლემებს წარმოშობს სკოლაში ბიოლოგიის ლაბორატორიის არარსებობა და როგორ წარმოუდგენიათ,
ცვლის თუ არა სხვა რესურსები ლაბორატორიის დანაკლისს.
1.კითხვაზე, უწყობს თუ არა ხელს რესურსების სასწავლო პროცესში გამოყენება, მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას, აღმოჩნდა , მოსწავლეთა 98% ფიქრობს, რომ რესურსების სასწავლო
პროცესში გამოყენება ზრდის მათ მოტივაციას, მხოლოდ 2%-ს აქვს უარყოფითი პასუხი.
დანართი
1.
2. შეკითხვაზე თუ
რომელი რესურსის გამოყენებას ანიჭებენ უპირატესობას (ტაბულას, სქემას, ილუსტრაციას,
POWER
POINT-ის პრეზენტაციას, ანიმაციას თუ ვიდეო რესურს), ასეთი
შედეგი მივიღე:
ვიდეო რესურსს
-59%
სქემებს- 3%
ილუსტრაციებს -3%
POWER POINT-ის პრეზენტაციას-19%
ანიმაციას- 16%
დანართი 2
დიაგრამაზე ჩანს,
რომ მოსწავლეთა 59% უპირატესობას ანიჭებს ვიდეო რესურსებს, 19%-ანიმაციას, 16%პრეზენტაციას,
3%- სქემებს და 3% -ილუსტრაციებს.
რატომ ფიქრობთ ასე?
მოსწავლეებმა, რომლებმაც უპირატესობა ვიდეო რესურს მიანიჭეს,
ფიქრობენ, რომ სახალისოა, ყველაფერი თვალსაჩინოა
ვიდეოს ნახვისას უცოცხლდებათ წაკითხული და
უკეთესად იგებენ მასალას, უადვილდებათ სწავლა, უფრო კარგად აღიქვამენ ინფორმაციას,
ეს რესურსი იძლევა დეტალურ ინფორმაციას, უადვილდებათ აღქმა და ნანახს უკეთესად იმახსოვრებენ,
ნათლად და გასაგებად წარმოაჩენს ინფორმაციას, ზრდის ინტერესს, ზარმაც მოსწავლეებს,
რომლებსაც წაკითხვა ეზარებათ, შესაძლებლობა ეძლევათ გაიაზრონ ვიდეოში არსებული ინფორმაცია.
ბავშვს ეძლევა საშუალება იმოგზაუროს მაგალითად ადამიანის ორგანიზმში. ნანახს ყოველთვის
უფრო მარტივად და კარგად იმახსოვრებს.
მოსწავლეთა 19% POWER POINT-ის პრეზენტაციას ანიჭებს უპირატესობას. მათი აზრით,
ასე კარგად ეცნობიან სიახლეებს და მეტ ინფორმაციას იღებენ, ტექსტთან ერთად ფოტოებს,
სქემებს, ილუსტრაციებს ეცნობიან და სწავლა უადვილდებათ. მასში დაწვრილებით არის მოცემული
ესა თუ ის ინფორმაცია.
მოსწავლეთა 16% -ის აზრით, სწავლაში ყველაზე უფრო ეხმარებათ
ანიმაციების ნახვა.
4.
თქვენ
მიერ დასახელებული რესურსის გამოყენებამ შეიძლება თუ არა ჩაანაცვლოს ლაბორატორია?
კი-13 %
არა-87%
87% ფიქრობს რომ ლაბორატორიულ კვლევებს დიდი მნიშვნელობა აქვს ბიოლოგიის სწავლებაში და
მისი ჩანაცვლება სხვა რესურსით შეუძლებელია, რადგანაც ყველა რესურს თავისი დანიშნულება
აქვს.
დანართი 3.
მოსწავლეთა
87% ფიქრობს, რომ დასახელებულმა რესურსებმა შეიძლება ჩაანაცვლოს ლაბორატორია, 13 %
კი ფიქრობს, რომ ლაბორატორიის ჩანაცვლება სხვა რესურსებით არ შეიძლება.
5. ისურვებდით თუ არა გაკვეთილებზე ვიდეო რესურსების ხშირად გამოყენებას?
ყველა მოსწავლემ აღნიშნა, რომ ნებისმიერი რესურსი და
მათ შორის ვიდეო რესურსიც ხელს უწყობს მათი სწავლის მოტივაციას და ამიტომ ვიდეო რესურსების
გამოყენებას ისინი ხშირად ისურვებდნენ.
6.თქვენი აზრით, რომელი უნარების განვითარებას უწყობს
ხელს ვიდეო რესურსები?
მოსწავლეთა
ნაწილი ფიქრობს, რომ ვიდეო რესურსები ხელს უწყობს ინტერესის გაღვივებას და აღქმის უნარს ანვითარებს. წარუშლელ ვიზუალურ ეფექტს
ახდენს მათზე. გააზრების უნარს ავითარებს, შემეცნებითია, ავითარებს დაკვირვების და
გააზრების უნარებს.
პედაგოგთა ფოკუსჯგუფით მივიღე ინფორმაცია, რომელიც დამეხმარა კითხვარის
შედგენაში.
ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა მათი
მოსაზრებანი საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პრობლემა ლაბორატორიული რესუსების არარსებობაში ან ნაკლებობაშია,
რომელიც იწვევს მოტივაციის ნაკლებობას და შესაბამისად სწავლის დაბალ დონეს.
სიძნელეების დაძლევის გზებად დასახელდა: დახვეწილი სახელმძღვანელო და სწორი მეთოდიკით
სწავლება, ისტ რესურსების გამოყენება, მოტივაციის ამაღლება თამაშის ელემენტებით და ინდივიდუალური მიდგომებით.
თავიVII.
ინტერვენცია
ამ თავში განვიხილავ ჩემ მიერ განხილულ ინტერვენციის შესაძლო ვარიანტებს,
განხორციელებულ ცვლილებებს და მათ შეფასებას, ასევე შემუშავებულ რეკომენდაციებს.
მონაცემთა ანალიზის შემდეგ დავგეგმე
შემდეგი ინტერვენციები:
- სხვადასხვა მეთოდური
ლიტერატურის გაცნობა- რესურსების
მრავალფეროვნებით მოტივაციის ამაღლების მიზნით თანამედროვე და ეფექტური
მეთოდების შესახებ.
·
მოსწავლეთათვის საინტერესო რესურსების ხშირი გამოყენება სწავლების პროცესში;
·
მოსწავლეთა მიმდინარე შედეგების რეგულარული
მონიტორინგი;
·
კოლეგებთან აქტიური თანამშრომლობა, მათი
დასწრება გაკვეთილებზე და რჩევების მიღება
·
ეკოჰაბის გამოყენება ელექტრონული
რესურსების მისაღებად და სამუშაო გარემოს მოწყობა.
·
გაკვეთილებზე მარტივი
ექსპერიმენტების ჩატარება
·
მოტივაციის ამაღლების მიზნით
სხვადასხვა კლასგარეშე ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება:(ნიკო კეცხოველის
მოსაპოვებელ კონკურსში მეტი მოსწავლის ჩართვა, პრეზენტაციების მომზადება და
დოკუმენტური ფილმის ქართულად თარგმნა და მისი რესურსად გამოყენება, მოდელების
დამზადება და გამოფენის მოწყობა)
თავი
VIII. ინტერვენციების
აღწერა და შედეგები:
გავეცანი სხვადასხვა მეთოდოლოგიურ
ლიტერატურას. ძალიან დამაინტერესა ირაკლი კაკაბაძის წერილმა ,,საკლასო ოთახში,
მოსწავლის პირისპირ- რამდენიმე შეთავაზება მასწავლებელს მოსწავლის მოტივაციის
ამაღლებისთვის“. ,,რა შეიძლება დაგვეხმაროს მოტივაციის შექმნაში? დროის ეფექტური
მართვა, აქტივობების მრავალფეროვნება, ინტერნეტი და თანამედროვე ტექნოლოგიები. ნუ
იქნება ჩვენი გაკვეთილი ერთთფეროვანი და მოსაწყენი. მივმართოთ სხვადასხვა სახის
აქტივობასა თუ მეთოდს( ჯგუფური მუშაობა, დისკუსია, კონკურსი, პრეზენტაცია, ვიდეო
ჩანაწერები), რაც გაკვეთილს უფრო აქტიურს გახდის, ხოლო მოსწავლეების ჩართულობის
დონეს საკმაოდ აამაღლებს.
საინტერესო და ეფექტური გაკვეთილის წარმართვაში
ყველაზე მეტად ვიზუალური მასალის სიმრავლე გვეხმარება. ბავშვების სამყაროს აღქმა
ძირითადად ხომ თვალის მეხსიერებას ეფუძვნება. ყველაზე დიდ ინტერესს ისინი ფილმებისა
და ინტერნეტის მიმართ იჩენენ- რატომ არ გამოვიყენოთ ეს სიკეთე? გაკვეთილის
თემატიკიდან გამომდინარე მოვძებნოთ მასალები ინტერნეტ სივრცეში (ფილმი, კლიპი,
დოკუმენტური მასალა, ნაწყვეტი ფილმიდან, ფოტო-მასალა, საგნობრივი თამაშები დაა
ა.შ). მასალის ნახვის ან მოსმენის შემდეგ დისკუსია მოვაწყოთ.
თანამედროვეობამ
თავისი აჩქარებული რიტმით, ტექნიკური განვითარებითა და ახალი გამოწვევებით სხვა
ტიპის და შეხედულების ახალგაზრდობა ჩამოაყალიბა, უფრო მეტად თავისუფლები,
კრიტიკულები, პრაგმატულებიც და ზოგადი ინფორმაციებით დატვირთულები, მათ წინაშე
ჩვენ ვეღარ წარმოვჩინდებით მოუმზადებლები. ისინი ჩვენგან ყოველ გაკვეთილზე
სიახლესა და ისეთ ინფორმაციას ელიან , რომელიც თანამედროვე მექანიზმებითა და
ინსტრუმენტებით არის მოძიებული, გადმოცემული ან გამტკიცებული. მათ სურთ ყავდეთ
აქტიური და თანამედროვე მასწავლებელი, რაც ვფიქრობ, არ უნდა იყოს ძნელი. მთავარია
ჩვენი სურვილი და მონდომება“. (ლიტ. ჟურნალი მასწავლებელი.2009 N4)
ასევე გავეცანი ხათუნა გოგოლაძის წერილს ,,ბიოლოგიის
საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვისთვის“. მისი აზრით ,, სწავლების ყველა
ინოვაციური მეთოდი დაფუძვნებულია იმაზე, რომ შეიქმნას საინტერესო და მნიშვნელოვანი
რესურსი საგაკვეთილო პროცესში
ექსპერიმენტული ნაწილის უკეთ ათვისებასა და განხორციელებისთვის.
მოსწავლის მოტივაციის ამაღლება ყველა პედაგოგის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავია. დაგეგმილი, სწორად შერჩეული ვიზუალური
მასალები , ვირტუალური ლაბორატორიები, პრეზენტაციები, ჯგუფებში მუშაობა და
ექსპერიმენტული ნაწილი იწვევს როგორც მოსწავლის დაინტერესებას საგნით, ისე მის
უკეთ ათვისებას. საჩვენებელი მასალები შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს, რადგან
საგნის ათვისება მოსწავლისათვის გულისხმობს არა მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ
ინფორმაციის ცოდნად გარდაქმნას და მის შენახვას. ყოველივე ამას საჩვენებელი
მასალების გამოყენებით ვახერხებთ.
სასწავლო ელექტრონული რესურსები გამოყენებისას
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ გარკვეული კრიტერიუმები. მათ შორის აუცილებელი და
მნიშვნელოვანია:
·
ყველა რესურსი დაკავშირებული იყოს ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან
·
ელექტრონული რესურსი შექმნილი იყოს მოსწავლისათვის
გასაგებ ენაზე.
·
სხვადასხვა ტიპის რესურსი იძლეოდეს როგორც მოსწავლესა
და მასწავლებელს, ასევე მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის საშუალებას ცოდნის
რეალიზებასა და განმტკიცებისათვის.
·
მოსწავლისათვის რესურსი ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
(ლიტ.
ჟურნალი ,,მასწავლებელი“ 2012 N1)
ინტენსიურად დავიწყე მრავალფეროვანი
რესურსების გამოყენება.
რეგულარულად
ვახდენდი მოსწავლეთა მიმდინარე შედეგების მონიტორინგს. ჩემი მიზანი იყო, შემეფასებინა ყველაზე მეტად რომელი რესურსის გამოყენება უწყობდა მოტივაციის
ამაღლებას. რა იყო სწავლების პროცესის ძლიერი და სუსტი
მხარეები და ხდებოდა თუ არა მოსწავლეთა სწავლის პროგრესი, რათა ადექვატურად დამეგეგმა და ეფექტურად წარმემართა ჩემი შემდგომი მუშაობა. შეფასებისას ვითვალისწინებდი რამდენად იზრდებოდა
სხვადასხვა დონის მოსწავლეთა ინტერესი
საგნის მიმართ და ახდენდა თუ არა გავლენას მრავალფეროვანი რესურსების ინტენსიური
გამოყენება მათი ცოდნის დონის ამაღლებაზე . XI კლასში მიტოზის შესწავლის შემდეგ ჩავატარე
ტესტირება ვიდეო რესურსების და
ანიმაციების გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. პირველ შემთხვევაში 10 მიიღო
ორმა მოსწავლემ, ერთმა 9, სამმა -8, ორმა მოსწავლემ -7, ხუთმა -6, სამმა-5, ერთმა
4 და ორმა მოსწავლემ 3.
მეორე
შემთხვევაში უკეთესი შედეგი მივიღე: ნიშანი 10 მიიღო 4 მოსწავლემ, ორმა 9, ხუთმა -8, სამმა მოსწავლემ -7, ექვსმა
მოსწავლემ -6 .
მსგავსი სიტუაცია აღმოჩნდა X კლასშიც. როდესაც დავამთავრე თემა ,,მინერალური და
ორგანული ნივთიერებების შემცველობა ორგანიზმში“, ჩავატარე ტესტირება ვიდეო რესურსების და ანიმაციების გამოყენებამდე
და გამოყენების შემდეგ. შედეგები იყო განსხვავებული, მეორე შემთხვევაში გაცილებით
უკეთესი
დავიწყე კოლეგებთან აქტიური თანამშრომლობა, რაც მაძლევდა საშუალებას,
მიმეღო საჭირო ინფორმაცია და სასარგებლო რჩევები კონკრეტულ საკითხებთან
დაკავშირებით.
ვიზრუნე, რომ მოსწავლეებს
ცნობიერების ასამაღლებლად რესურსად ხშირად გამოეყენებინათ ეკოჰაბში არსებული საინტერესო
ლიტერატურა (ენციკლოპედიები).
I ინტერვენცია :
საგაკვეთილო პროცესში აქტიურად დავიწყე მრავალფეროვანი რესურსებისა და ისტ
ტექნოლოგიების მიზანმიმართული გამოყენება:
გარკვეული თემების უკეთ გასაგებად მოსწავლეებს ვუჩვენებდი მზა ვიდეოებს, ანიმაციებს,
სქემებს, სურათებს, ყურადღებით ვაკვირდებოდით სახელმძღვანელოს ილუსტრაციებს,
დიაგრამებს, ვიყენებდი ჩემ მიერ შექმნილ პრეზენტაციებს, ასევე მოსწავლეებს საშინაო
დავალებად ვაძლევდი მათ მომზადებას . მაგალითებად ხშირად მომყავდა ცხოვრებისეული
შემთხვევები და სიტუაციური ამოცანები. დავრწმუნდი რომ მოსწავლეებს მოსწონთ
ინტერაქტიული სწავლება, როცა თვითონ თავად არიან ჩართული სწავლების პროცესში.
დავიწყე
ახალი მეთოდის ,,სასწავლო გაჩერებების“ დანერგვა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეებს
ვთავაზობდი მმმ სტრატეგიას და ,,ამოიცანი, ახსენი“...
I I ინტერვენცია :
მოსწავლეთა მოტივაციის
ამაღლების მიზნით დავგეგმე და განვახორციელე
სხვადასხვა კლასგარეშე
ღონისძიებები: კვლევისთვის შერჩეული
კლასების მოსწავლეები აქტიურად ჩავრთე საბუნებისმეტყველო საგნების კვირეულში,
მე-11 კლასელებმა თარგმნეს ინგლისურ ენოვანი ფილმი ,,თეთრკუდა ირმების
საიდუმლოება, რითაც თავად მიიღეს თანამონაწილეობა ვიდეო რესურსის მომზადებაში. პრეზენტაციის
მოვაწყეთ სკოლის და მეზობელი სოფლის სკოლის უფროსკლასელთათვის, გარემოსდაცვითი
ცნობიერების ამაღლების მიზნით, უმცროს კლასელთათვის
მოვამზადებინე პრეზენტაციები სხვადასხვა
თემებზე.
თავი IX - ინტერვენციების შეფასება:
იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ეფექტური იყო ჩემ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ინტერვენციები,
მოსწავლეთა მიღწევების შესაფასებლად
დავიწყე რეგულარული მონიტორინგი .
შერჩევითი დაკვირვების ეტაპზე
პარალელურად ვახორციელებდი შედეგების
გაუმჯობესებისკენ მიმართულ ინტერვენციებს და მისი შედეგების მონიტორინგს. განსაკუთრებით
ვაკვირდებოდი ზარმაცი მოსწავლეების შედეგების დინამიკას. ხოლო მთელ კლასზე ტესტირების
საშუალებით ვანხორციელებდი ცოდნის დონის შემოწმებას.
ქვემოთ ნაჩვენებია დაკვირვების შედეგები. მასში
ნათლად
ჩანს მოსწავლეების სწავლის პროგრესი. (დანართები 4,5,6 ).
დანართი 4.(XI კლასი)
დანართი 5. (XI კლასი)
დანართი 6
(X კლასი)
განხორციელებული ცვლილებები:
მოსწავლეები მეტი ხალისით სწავლობენ და მათი სწავლის შედეგიც
გაცილებით მაღალია.
ინტერვენციის შეფასების მეთოდებიდან გამოვიყენე:
1.
ინტერვიუ ბიოლოგიის პედაგოგთან, რომელიც შეფასების
ჯგუფის წარმომადგენელია, რამდენჯერმე დაესწრო გაკვეთილს და აქტიურად ადევნებდა
თვალს კვლევის მიმდინარეობას. მისი შეფასებით, „მოსწავლეებში ნამდვილად
შეინიშნება მოტივაციის ზრდა, აშკარაა, მოსწავლეების დადებითი
დამოკიდებულება შესასწავლი საგნის მიმართ, ისინი უკეთესად იგებენ შესასწავლ
საკითხებს, თანამშრომლობენ, უკეთეს
შეფასებებს იღებენ.“
2.
ინტერვიუ
დირექტორთან . ინტერვიუ მიზნად ისახავდა, გამეგო მისი მოსაზრება
ინტერვენციებთან დაკავშირებით. მან დადებითად შეაფასა განხორციელებული ცვლილებები
და აღნიშნა, რომ „პრაქტიკის კვლევას
ნამდვილად მოჰყვა სწავლის ხარისხის გაუმჯობესება. ინტერვენციების შედეგი
დადებითია. სასურველია, სხვა
მასწავლებლებმაც დაგეგმონ საკუთარი პრაქტიკის კვლევა, ამგვარად გამოვააშკარავებთ მრავალ პრობლემას და ვიმუშავებთ მათ დაძლევაზე“.
3. ინტერვიუ მოსწავლის მშობელთან. ინტერვიუს მიზანი იყო დამედგინა, როგორ აფასებდა
იგი შვილის სწავლის პროგრესს. მისი აზრით, „მოსაწონია მასწავლებლის დამოკიდებულება
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასთან დაკავშირებით. ჩემს შვილს ეტყობა მეტი
ინტერესი ბიოლოგიისადმი. სახლში უფრო მეტ დროს უთმობს მეცადინეობას და იძიებს
დამატებით ინფორმაციას, მუშაობს პრეზენტაციებზე.“
4.
ფოკუს ჯგუფი
მოსწავლეებთან. იგი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა მოსაზრების
დადგენას ბიოლოგიის სწავლების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა
აღნიშნეს, რომ უკეთესად იგებენ ბიოლოგიის საკითხებს ვიდეო და სხვა რესურსების
გამოყენებით, ჯგუფში თანამშრომლობით,
განსაკუთრებით მოსწონთ პრეზენტაციებზე მუშაობა, ანიმაციები, ვიდეო მასალის გაზიარება- განხილვა და ა.შ.
მოსწავლეთა ერთმა ნაწილმა გულახდილად აღიარა, რომ „ ეზარება პრეზენტაციის
და სქემების კეთება,“ ზოგიერთის აზრით,
„აღარ ეშინია შეცდომის და უკვე
დაუხმარებლად შეუძლია ისტ რესურსების
სწორად და სასარგებლოდ გამოყენება. მოსწავლეთა პასუხებიდან ირკვევა, რომ საგნის სწავლების კომპეტენცია მათში ზოგადად
გაუმჯობესებდა, თუმცა პრობლემა
საბოლოოდ ყველასთან ვერ მოგვარდა და მასზე მუშაობა კვლავაც უნდა გაგრძელდეს.
ინტერვენციების შედეგების შეფასება
კვლევის შედეგების
ანალიზის მიხედვით დავასკვენი, რომ
პროგრესი ნამდვილად შეინიშნება; ბავშვებს შესამჩნევად გაუუმჯობესდათ მოტივაცია და მიღწევები სწავლაში. გააქტიურდნენ,
ხალისიანად ერთვებიან საგაკვეთილო
აქტივობებში, კლასგარეშე ღონისძიებებში; თანამშრომლობენ ჯგუფში. რაც მთავარია,
შეიცვალა მათი დამოკიდებულება საგნის
მიმართ, ემჩნევათ სითამამე და თავდაჯერება.
ინტერვენციების შეფასებისთვის მათი
განხორციელებისას ვიყენებდი ფოკუსირებული დაკვირვებას. ვახდენდი მუშაობის პროცესში შემჩნეული ხარვეზების ჩანიშვნას და ვცდილობდი მათ
აღმოფხვრას. დაკვირვებამ ცხადყო, რომ ინტერვენცია
წარმატებით განხორციელდა.
მიგნებები, რეკომენდაციები:
ჩემი პრაქტიკის კვლევის მანძილზე შეძენილმა გამოცდილებამ და მიღებულმა შედეგებმა მიჩვენა, რომ
მოსწავლის სწავლების დონის ამაღლება დაკავშირებულია მოტივაციის ზრდასთან. ორივეს
ერთად კი ხელს უწყობს მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება.
აქედან გამომდინარე, შევიმუშავე
რეკომენდაციები:
·
გამოვიყენოთ ისეთი რესურსები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეს გაკვეთილის უკეთ გაგებაში.
·
მოსწავლეებს
შევაქმნევინოთ მეტი თვალსაჩინოება.
·
სასწავლო პროცესი გავხადოთ სახალისო და საინტერესო.
·
მოვახდინოთ მოსწავლეთა მეტი ჩართულობა და შეძლებისდაგვარად გავზარდოთ მოსწავლეთა მოტივაცია.
·
მოვახდინოთ მოსწავლეების
აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება.
·
მიუხედავად ლაბორატორიის არარსებობისა, ჩავატაროთ მარტივი კვლევები
მასწავლებელმა გაკვეთილზე უნდა მოახერხოს მარტივი ექსპერიმენტების ჩატარება
·
მოსწავლეები
ვამუშავოთ პრეზენტაციებზე
·
სწავლებისას
გამოვიყენოთ ნატურალური და რეალური ობიექტები,
ასევე ვიზუალური მასალები
კვლევის ნაკლოვანებები
კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს
ის, რომ მოსწავლეების მცირე ნაწილი
პასიური იყო აქტივობების განხორციელებისას. ინტერვიუს კითხვებზე ზოგიერთის
პასუხი არ იყო გულწრფელი; ძირითადად ესენი იყვნენ დაბალი აკადემიური მოსწრების
მოსწავლეები;. მიუხედავად ამ ნაკლოვანებისა, ვთვლი, რომ შედეგები რეალურია.
დასკვნები- მიღებული შედეგების შეჯამება:
კვლევაში
გამოყენებული მეთოდიკა მიმართული
იყო სხვადასხვა რესურსის საშუალებით
მოტივაციის ამაღლებისა და შესაბამისად, სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. ამ
მხრივ კვლევამ დადებითი
შედეგები აჩვენა. განხორციელებული
ქმედებებით მთლიანად კლასის ცოდნის დონე ამაღლდა,
თუმცა სხვადასხვა იყო
პროგრესი მოსწავლეებთან. ვფიქრობ, კვლავაც
უნდა გაგრძელდეს მიზანმიმართული მუშაობა, ძალისხმევით, სწორი მეთოდიკით და
ინდივიდუალური მიდგომებით გაუმჯობესდეს
მოსწავლეთა უნარები და დამოკიდებულება
ზოგადად საგნის მიმართ.
კვლევის შედეგებზე
დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები, რომლებიც დამეხმარება სწავლების
მრავალფეროვანი მეთოდების ეფექტურად გამოყენებაში და მოსწავლეთა სწავლის ხარისხის
ზრდაში.
კვლევის შედეგების და
თვითონ კვლევის გაზიარება კოლეგებთან დაეხმარება ჩემს კოლეგებს, თვითონ წარმართონ
მსგავსი კვლევები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, ასევე
შეიმუშაონ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნისთვის საჭირო
სტრატეგიები.
თავი X. ბიბლიოგრაფია
·
ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 წლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
·
ინასარიძე მ, ლობჟანიძე
ს, რატიანი მ, სამსონია ი. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული
განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწილი II მასწავლებლის
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
·
დარეჯან ლორთქიფანიძე
,,პრაქტიკული გაკვეთილი- სასწავლო რესურსების გამოყენებით სწავლება ’’
·
რუსუდან თედორაძის სტატია ,, ბიოლოგიის სწავლების საშუალებებში“
(27 სექტემბერი, 2015)
·
ირაკლი კაკაბაძე ,,საკლასო ოთახში, მოსწავლის
პირისპირ- რამდენიმე შეთავაზება მასწავლებელს მოსწავლის მოტივაციის
ამაღლებისთვის“. (ლიტ. ჟურნალი მასწავლებელი. 2009 N4)
·
ხათუნა გოგოლაძის ,,ბიოლოგიის საგაკვეთილო პროცესის უკეთ
წარმართვისთვის“. (ლიტ. ჟურნალი მასწავლებელი. 2012 N1)
რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების
შესახებ
სსიპ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლაში ჩავატარე პრაქტიკის
კვლევა ,, ,, როგორ გავაუმჯობესო მოსწავლეთა სწავლების
დონე ბიოლოგიაში ლაბორატორიის არარსებობის
პირობებში”
კვლევის მიზანი იყო ლაბორატორიის არარსებობის პირობებში რესურსების მრავალფეროვნებით
მოსწავლეთა სწავლების დონის ამაღლება
მიღებული შედეგი დადებითია და ვთვლი, რომ
შეიძლებოდა მისი კოლეგებთან გაზიარება.
კვლევის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები და გამოტანილი დასკვნები დამეხმარა კოლეგებისთვის გამეზიარებინა რა შეიძლება გაკეთდეს ბიოლოგიის სწავლებისას მოტივაციის
ასამაღლებლად. მათ საინტერესოდ მიიჩნიეს, მრავალფეროვანი რესურსების ჩანაცვლებით ლაბორატორიის
არარსებობის უგულველყოფა.
კოლეგებს
ვესაუბრე საკვლევი „ნაბიჯების“ შესახებ,
გავაცანი კვლევის ძირითადი ასპექტები და მიგნებები. მიმაჩნია, რომ ყველასათვის ღირებულია
იმის გაცნობიერება, რომ მოსწავლის
საგნისადმი
ინტერესი ნიშნავს, არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის ფლობასა და გამოყენებას, არამედ მისი ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას, საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების გაცნობიერებას და თვითეფექტიანობის გრძნობის განვითარებას, ამდენად
ვთვლი,
რომ კვლევის დადებითი შედეგია არა მხოლოდ მოსწავლეთა სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ პრობლემისა და შესასწავლი
საგნის მიმართ მათი, დამოკიდებულების შეცვლაც.
კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის.
დაინტერესდნენ შედეგებით, რეკომენდაციებით, დასკვნებით; თავადაც გაუჩნდათ სურვილი,
რომ საკუთარი პრაქტიკის საჭიროებიდან აირჩიონ პრობლემა და განახორციელონ მისი
კვლევა.
მოვისმინე ზეპირი კომენტარები. უკუკავშირი
იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. კოლეგების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ
მსგავსი აქტივობები აუმჯობესებს
სასწავლო პროცესს და ეხმარება
მოსწავლეებს წინსვლაში, მაგრამ იყო მოსაზრებაც, რომ მსგავსი აქტივობების
ეფექტიანობისთვის აუცილებელია ინტერესთა
თანხვედრა,(რაც ყოველთვის ვერ მიიღწევა); ბავშვის სააზროვნო უნარების განვითარებაში, სკოლასთან ერთად,
თანაბრად უნდა იყოს ჩართული როგორც ბავშვი, ასევე ოჯახიც.
ვისთვისაც
კვლევის გაზიარება დადებითი იყო, მიიჩნევენ,
რომ თვითონაც განახორციელებენ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას.
ნინო გეთიაშვილი
No comments:
Post a Comment